ზუგდიდში გამართულ პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

ზუგდიდში გამართულ პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

ზუგდიდში გამართულ "ნაციონალური მორაობის" პრაიმერში გამარჯვება დავით ბაქრაძემ მოიპოვა. პრაიმერში მონაწილეობა 245 დელეგატიდან 234-მა მიიღო. პირველ ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე , მეორეზე - გიორგი ბარამიძე, მესამეზე – შოთა მალაშხია, მეოთხეზე - ზურა ჯაფარიძე.

მანამდე ჩატარებულ ყველა პრაიმერში გამარჯვებული დავით ბაქრაძე იყო.

ზუგდიდში, პრაიმერი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პრაიმერის დაწყების წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს აქციის მონაწილეებმა ქვები და ბოთლები დაუშინეს.