შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულები არ არიან

შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულები არ არიან

თელავში, ალაზნის გამზირზე, ორადგილიანი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულები არ არიან. როგორც ეკიპაჟის წევრები აცხადებენ , ავარიული დაშვება ქარმა გამოიწვია და იმისათვის, რომ დაშვება საცხოვრებელ კორპუსებთან არ მომხდარიყო, გეზის აღება სხვა მიმართულებით მოხდა. შვეულმფრენში მყოფმა ორივე მგზავრმა მცირე დაზიანებები მიიღო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შვეულმფრენი ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და პოლიცია.