რამდენიმე წუთის წინ, თელავში ალაზნის გამზირზე, მცირე ზომის ვერტმფრენი ჩამოვარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს , ვერტმფრენი დაბლა მიფრინავდა და ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს გამოედო. ამ დროისთვის მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ჯერჯერობით დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება