“საგანელიძე და ძიძიგური რუსთავში უკვე ბიზნეს-წილებსაც ითხოვენ”

“საგანელიძე და ძიძიგური რუსთავში უკვე ბიზნეს-წილებსაც ითხოვენ”

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პარტიის რუსთავის ორტანიზაციის წევრთა საპროტესტი აქცია იმართება.   როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალეკო ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რუსთავში "ქართული ოცნების" წევრები „საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან“.

 "პატიოსანი ადამიანები გვერდზე ჩაგვაჩოჩეს, ხოლო პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოიყვანეს. ამ პროცესს ხელს უწყობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე. იგი რუსთაველებს დაჰპირდა, რომ პარტიის საქალაქო ორგანიზაცია დაფუძნდებოდა, თუმცა სამჯერ მოატყუა. საგანელიძე და მისი კოლეგა ზვიად ძიძიგური რუსთავში უკვე ბიზნეს–წილებსაც კი ითხოვენ“ – აღნიშნა ბერიძემ.  აქციაზე ოცდაათამდე ადამიანია შეკრებილი.მათ "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან ჯერ არავინ გამოჰხმაურებია.