ზუგდიდში,"ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. აქციის მონაწილეები ზუგდიდში, თეატრის შენობის წინ მისულები არიან თოხებითა და ბარებით და აცხადებენს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა მთელი სამეგრელო, ზუგდიდში არაფერი ესაქმება.
ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მისი განცხადებით, ქვის სროლას ისინი მშვიდობით უპასუხებენ.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები. გაკეთებულია კორიდორი, თუმცა აქციის მონაწილეები ამ კორიდორის გარღვევას და თეატრში შესვლას შეეცადნენ.
ზუგდიდში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პრაიმერი ტარდება.