ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, ბრალდებულამდე მივიდა ინფორმაცია, რომ მასზე ფარული ჩანაწერი არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განუცხადა.
საიას ხელმძღვანელმა არ დაასახელა რომელ საქმეზე ბრალდებულზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები პრობლემებს უქმნის ადამიანებს.
"რაც მალე განადგურდება ეს ჩანაწერები, მით უკეთესი იქნება. ამ თემაზე უნდა დამთავრდეს საუბარი. იმედი მაქვს, რომ თომას ჰამარბერგი ამ რეკომენდაციას მისცემს მთავრობას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ მასალებთან დაკავშირებით შექმნილი კომისია ამჟამად თომას ჰამარბერგის რეკომენდაციებს ელოდება, რის შემდეგაც, კომისიის წევრები ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.