ძლიერი წვიმის შედეგად, ფშავში შვიდი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. საავტომობილო გზებზე მეწყერი ჩამოწვა. კალაპოტიდან გადმოსულია მდინარე არაგვი. წაქცეულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც, სოფლებს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. წყალმა გზასთან ერთად ხიდებიც წაიღო.
დუშეთის რაიონის გამგებლის გიზო ჩოხელის განცხადებით, დღეს შეიკრიბება შტაბი და ზარალი დაითვლება. მისივე განცხადებით, ადგილობრივი გამგეობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს და ეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში დაეხმაროს ხალხს.