აჭარის რეგიონის საპატრულო პოლიციას დღეს ახალი ავტომანქანები და კატარღა გადაეცემა. აღნიშნულ ღონისძიებას ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრებიან. აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს სიახლეებს პირადად მინისტრი გააცნობს.
"თბილისის შემდეგ აჭარა პირველი რეგიონია, სადაც საპატრულო პოლიციის რებრენდინგი განხორციელდება და ეს პროცესი ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს", - აცხადებენ უწყებაში.