"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზის მორიგი ტური დღეს ზუგდიდში გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, პრაიმერი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 15:00 საათზე დაიწყება, დელეგატების რეგისტრაცია კი 14:00 საათიდან მოხდება.
დღევანდელი დებატების თემა საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება იქნება.
პრაიმერში 4 კანდიდატი – დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია მონაწილეობენ. მან "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა გამოავლინოს.