პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ნინო ბურჯანაძის აზრით, "პრინციპულად მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნები არა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მოიგოს" .
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების მოგება ხელისუფლების კვლავ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში თავმოყრა იქნება. ამას უზურპაციას არც ერთ შემთხვევაში არ დავარქმევ, რადგან არჩევნების გზით მოსული ხელისუფლებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული ყოფილიყო.
ერთადერთი, რაც მოხდა არის ის, რომ მოიხსნა შიში", - განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია "კავკასიაში" სტუმრობისას.
ამასთან, ბურჯანაძემ ცალსახად დააფიქსირა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და არა მეორე ადგილისთვის. ასევე მან გამორიცხა 27 ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ადგილზე გასვლის პერსპექტივა და აღნიშნა, რომ მათ ამის არანაირი შანსი არ აქვთ.