„ ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე კოალიციაში მიმდინარე კულუარულ დეტალებზე ალაპარაკდა. ქართული ოცნების ფრაქციის წევრები ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადამაშაულებენ და პრემიერ მინისტრთან ვიწრო წრეში შეხვედრას მოითხოვენ. გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას ომარ ნიშნიანიძემ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მათთან არაკოორდინირებულ მუშაობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არმაზ ახვლედიანი მხოლოდ ტელევიზიით ჰყავს ნანახი. ნიშნიანიძე კოალიციაში შემავალი პარტიების- „რეპუბლიკელების“,"თავისუფალი დემოკრატებისა“ და „კონსერვატორების“ გაძლიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა უმნიშველო რგოლი ხდება. პარლამენტარმა კოჰაბიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ამ პროცესმა მთავრობა დააზარალა. „სამართლიანობის აღდგენის განცდა არ არის მოსახლეობაში, ჩვენი რეიტინგი ეცემა, ისევ „ნაციონალები“ „გულაობენ“ პროკურატურაში, სასამართლოში...ხალხი გადაირია უკვე...ერთ-ერთი პროცესიდან მე და თეა წულუკიანი პანღურით გამოგვყარეს. ახლა ის მოსამართლე და ის პროკურორი ისევ იმავე თანამდებობაზე სხედან და უნივერისტეტში ლექციების კურსიც მიუციათ“- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ „ალიასთან“ ინეტრვიუში.