ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ "ხვალ-ზეგ ულტრაძლიერი ძალა გამოჩნდება და დღევანდელი პოლიტიკური სურათი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება".
ამის შესახებ არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
"დღეს რაც ხდება, ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. სინამდვილეში პროცესები ძალიან გართულებულია. სადამდე მივალთ, კაცმა არ იცის, რადგან სტრატეგიული გათვლა ხვალინდელი დღისთვის ჩვენს ქვეყანაში არ ჩანს. ვთვლი, რომ ხვალ-ზეგ ულტრაძლიერი ძალა გამოჩნდება და დღევანდელი პოლიტიკური სურათი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. დღევანდელი პოლიტიკოსები იმდენს იზამენ, ბოლოსდაბოლოს ამ ძალის გამოჩენას შეუწყობენ ხელს. დღეს ამ ძალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა სიტყვას გაძლევთ, რომ ამ საკითხზეც ფრჩხილებს გავხსნი", - განაცხადა არეშიძემ