„ღია წერილი დასრულებულ პარტიის სასრულებულ კანდიდატს“, - სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი დავით ბაქრაძეს მიმართავს.
სალომე ზურაბიშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ.
"ნაციონალური მოძრაობა" დამთავრდა, - ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში აკეთებს.
„თუ დამთავრდა აბა რისი და ვისი კანდიდატი ბრძანდებით და მათ ჩადენილზე ვინ აგებს პასუხს აღარა ვინ???? ყველა "ახლებად" მოგვევლინებით ხო????? ვით დანაშაული ქვეყნის და საზოგადოების იყოს და თქვენ კი მუდმივი გაცოცხლების და აღდგომის უფლება გჰქონდეთ ???? და ვისი მონიჭებული..... დემოკრატიის მტავარი წესი ქვეკუთხედი სწორედ ის არის რომ არჩეული რომ იყავი ( ისე თუ ასე) შენ ამომრჩეველის ქინაშე ანარიშ ვალდებული ხარ და უნდა აგო პასუხი თითო დარღვევაზე, თითო შეცდომაზე რომ აღარ არფერი ვთქვათ დანაშაულზე..... ეს სად არის და სად მოდის რომ მხოლოდ განცხადებით დასრულდეს წარსული და არაღ ცაგეძიოთ არარ გავიგოთ.... ასე მოგვივიდა ამ ქვეყანაში საბჭოთა პერიოდის დასასრულს და კიდევ შევარდნაძის (მამათ რომ გეკუთვნით ყველას) მართველობს დასასრულს.... და ამიტომ მივდივარ სულ ერთ მოჯადოვებულ წრეზე : არ ვიცით მართალი რაამ და თყუილი სადაა. არ ვიცი რა არის შეცდმა და რა დანაშაული და არც არვინ არის არაფერზე მოპასუხე! სანამდე ?????
ასე არ არის ბატონო დავით! ჯადოსნური ჯოხით ერთი პარტია გააჰქრო და მეორე დააარსო: გაჰქრა მოქალაქეთა კავშირი და გადაინაცვლეთ ნაციონალურ მოძრაობაში და მერე იმათი გინება დაიწყეთ ვით თქვენ არ გეხებოდათ! ეხლა გინდათ დაგვაჯეროთ რომ დასრუდა ნაციონალური მოძრაობა და გსურთ ერთხელ კიდევ გადაინაცვლოთ სხვა სამოსელში გადაცმულნი ახალ პარტიაში (კიდევაც გაბედავთ და ეროვნულს დაარქმევთ) . თქვენც ამითი უფლებას დაიტოვებთ და სააკაშვილის და მერაბიშვილის შეცდომებზე ილაპრაკებთ, ხელებს ჩამოირეცხავთ ოღონდ და თქვენ არ აგოთ პასუხი !
ასე არ არის ბატონო დავით! თან ისე სჩანს რომ ეს ახალი მოძრაობა სწორედ იმ ძველი მოქალქაეთა კავშირის რესურსზე უნდა აღგდგეს მკვდრეთით მესამმე ჯერ.... და მართლა ჰგონიათ რომ ქართველ მოქალქაეს არ აქვს მეხსიერება... მართლა ჰგონიათ რომ შეიძლება პოლიტიკაში წარსულზე არ გასცე პასუხი და მომავალი ააშენო. მართლა ჰგონიათ რომ საქართველოს მოსახლეობა ბრიყვი და ჩლუნგია და როგორ აპირებთ ამ თქვენს მიერ დამცირებულ და შეურაცხყოფილი ხალხი ამომრჩევლად აქციოთ! ალბათ როგორც ადრე ფულით და გაყალბებით და ბევრი ბევრი ტყუილით და დაპირებით , მაგრამ ცდებით, ვერ ხედავთ თუ რა სისწრაფით საქართველო იცვლება, არ გესმით ჩვენი მოქალაქეების სწრაფვა მართალის მთქმელის, ეროვნული აზროვნების და ქვეყნის მიმართ კეთილ განწყობილ პოლიტიკოსების მიმართ უფრო სწორედ პოლიტიკოსი სიტყვა სულ მეჯავრებოდა - სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ...! არ გესმით რომ შევარდნაძეს და მის მიერ გაზრდილი ნეობოლშევიკების დრო დასრულდა თქვენი თამაშიდან გასვლით!
ნაციონალური მოძრაობა კი არა, ბატონებო, თქვენი დრო დასრულდა, თქვენი სტილის პოლიტიკა ფულით და წნეხით, დგება სხვა საქართველოს დრო და ჟამი!“, - წერს ზურაბიშვილი.