ზაზა გაბუნია:  თბილისის საკრებულოში გიგი უგულავას გადაყენების თემაც განიხილება

ზაზა გაბუნია: თბილისის საკრებულოში გიგი უგულავას გადაყენების თემაც განიხილება

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის გიგი უგულავას გადაყენების საკითხიც განიხლება. როგორც დღეს ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განუცხადა , განიხილება თემა საკანონმდებლო ინიციატივების სახით, კერძოდ, იგეგმება ცვლილების შეტანა იმ კანონებში, რომლებიც თვითმმართველი ერთეულების საქმიანობას არეგულირებენ. 

ზაზა გაბუნიას თქმით, კანონებში ბევრი რამ გადაიხედება და შეიცვლება. დეპუტატის თქმით, ამ ცვლილებების მიზანია, რომ საკრებულოს დაუბრუნდეს ის წართმეული უფლებები, რომელიც მას ჰქონდა.

რაც შეეხება თბილისის მერის გიგი უგულავას გადაყენების საკითხს, ზაზა გაბუნიამ დაადასტურა, რომ ეს თემა ნამდვილად განიხლება, მაგრამ საშემოდგომოდ.

"მათ შორის საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, საკრებულოს თბილისის მერის გადაყენების უფლებაც მიეცეს. ეს არის საკონსულტაციო საკითხი და საშემოდგომო მსჯელობის საგანი", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.