ირაკლი შიხიაშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება

ირაკლი შიხიაშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. 

ამის შესახებ შიხიაშვილმა ჟურნალისტებს დღეს საკრებულოს როგგარეშე სდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, "თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბინძური ავანტიურა, ქმედებები და პარპაში დასრულდა".

"თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების პოსტებზე დღეიდან აღარ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც უმრავლესობაში არიან, ჩვენ დღესაც ვთავაზობთ მათ სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს". - აღნიშნა შიხიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს სხდომა 26 ივლისს გაიმართება, სადაც დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშილის, კომისიების თავმჯდომარეების მოადგილეების გადაყენებისა და ახალი თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი დადგება დღის წესრიგში.