საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაიხედება.
ამის შესახებ უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტიების მიერ დაფინანსების გაზრდის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.
"ყველა ჩემს კოლეგას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორი წინადადებით მივმართავ: პირველი - დაფინანსების ვერმიღების მიზეზით გაღიზიანების გამო ყველა სხვა თემაზე არ ღირს ხმაურის ატეხვა და მეორე - დაფინანსების თემებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩვენ გაცილებით უკეთესი და გამართული სისტემა გვექნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.