თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გადაყენებულია.
ამ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა ამ წუთებში უყარეს კენჭი. საკითხს 25-მა დაუჭირა მხარი.
ამ წუთებში დეპუტატები საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხს უყრიან კენჭს.