თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ჯაბა სამუშიამ საკრებულოში რიგგარეშე სხდომის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ჯაბა სამუშია მამუკა ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომა ლეგიტიმური არ არის და მის შედეგებს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც ჯაბა სამუშიამ განმარტა, ორგანული კანონი და საკრებულოს რეგლამენტი უფლებას აძლევს საკრებულოს დეპუტატებს შეიკრიბონ და განიხილონ ის დღის წესრიგი, რომელიც მათ გააჩნიათ.
ახვლედიანის საპასუხოდ ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ ისინი სკამებისათვის არ იბრძვიან.
კომისიის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე არ მოხდება საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევნები და 26 ივლისამდე ეს საკითხი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად განიხილება.
ჯაბა სამუშიამ კომენტარი გააკეთა ასევე მამუკა ახვლედიანის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, კონსულტაციები არ მიმდინარეობს და ყველაფერი 26 ივლისს გაირკვევა.