თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა იწყება. სხდომაში მონაწილეობისათვის საკრებულოს ახალი უმრავლესობის წევრებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს.
სხდომაში მონაწილეობას ღებულობს 25 დეპუტატი, რაც საკმარისია სხდომის ჩასატარებლად. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და 13 მოქმედი კომისიის თავმჯდომარის გადაყენების სახკითხს განიხილავენ.
სხდომას ფრაქცია"ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წევრი არ ესწრება. ამ საკითხების განხილვას მათ პროტესტი გამოუცხადეს.