"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს.
როგორც შოთა მალაშხიამ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, გამოკითხვების შედეგად "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს 29%-იანი მაჩვენებლი აქვს, რაც არც თუ ისე დიდი მაჩვენებელია.
"მაშინ როდესაც "ქართული ოცნების" პარტიას 50% აქვს, ხოლო მის საპრეზიდენტო კანდიდატს 29%, რაც არ უნდა გაიზარდოს "ოცნების" კანდიდატის რეიტინგი, იგი 50%-ს მაინც ვერ აცდება. "ნაციონალურ მოძრაობას", ჯერ როდესაც არც კი დაგვისახელებია საპრეზიდენტო კანდიდატი, 10% გვაქვს. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მეორე ტური ყველა ვარიანტში უნდა გაიმართოს", - აღნიშნა შოთა მალაშხიამ.
მისივე განცხადებით, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხის დაბალი აქტივობა იქნება, ეს დაადასტურებს სისუსტეს და იმას, რომ 1 ოქტომბერს მიცემული დაპირებების შესრულება ვერ მოხერხდა.