ალექსეი ნავალნი და პეტრე ოფიცეროვი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ექსპერტების განცხადებით, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს გათავისუფლება რუსეთის სასამართლო სისტემაში უნიკალური მოვლენაა.
"ნავალნის და ოფიცეროვს ქვეყნიდან გასვლის პირობა არასოდეს დაურღვევიათ. გარდა ამისა, ნავალნი დარეგისტრირებულია მოსკოვის მერობის კანდიდატად, ამიტომ პატიმრობის გადაწყვეტილება მას ამომრჩეველთან ურთიერთობის საშუალებას არ მისცემს", - განაცხადა პროკურირმა.
დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა.
"პატიმრობა უკანონო სასჯელი იყო და ამის საფუძვლები არ არსებობდა", - განაცხადა ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ.