პარლამენტის გარდა, მოვალესა და კრედიტორს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე იუსტიციის სამინისტროც მუშაობს.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქალაქო კოდექსსა და რამდენიმე კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომელიც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოვალესა და კრედიტორს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს.
"ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროც მუშაობს, თუმცა განვიხილავთ არა გადავადების საკითხს, არამედ არსებითი ცვლილებების საკითხს. დაგეგმილი გვაქვს არა ძალზედ ფართო, მაგრამ სერიოზული ცვლილებები სამოქალაქო კოდექსსა და რამდენიმე სხვა კანონში, რომელიც უკეთესად დაარეგულირებს მოვალესა და კრედიტორის შორის ურთიერთობებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა სესხი და იპოთეკის ხელშეკრულებები", - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.