ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლონეთს ეწვევა

ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლონეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლონეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი პოლონეთის პრემიერს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი იქნება საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა მნიშვნელოვან დეტალებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესებზე.

ბიძინა ივანიშვილი პოლონეთში ლიტვიდან გაეგზავრება.