საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პატრიარქმა პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
"რამდენიმე დღეა, მედიაში მუსირებს აზრი, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბატონ პაატა ბურჭულაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრა შესთავაზა და მხარდაჭერა აღუთქვა. ზოგიერთ გაზეთში კონკრეტული თარიღიც კი დასახელდა ამ მიზნით მის უწმინდესობასთან ბატონი პაატას "საიდუმლო შეხვედრისა". ეს ინფორმაცია საერთოდ არის ყალბი და იგი სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იგი კვლავაც დარჩება ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად", - აღნიშნულია განცხადებაში.