მიხეილ სააკაშვილი ყვარელში საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს

მიხეილ სააკაშვილი ყვარელში საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში, საკუთარ სახლში საკონფერენციო დარბაზს აკეთებს და საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა "ნანუკას შოუში" განაცხადა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ გეგმებისა, აქტიურ პოლიტიკაში რჩება.

"აქ ვაკეთებთ დიდ საკონფერენციო დარბაზს, დიდი პროექტორი უნდა დავდგათ, მთელ კედელზე ვაკეთებთ თაროებს და ვაწყობთ წიგნებს და კომპიუტერებს. მინდა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გაკეთება, საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნაც, მაგრამ არა ფორმალურად, არამედ ყოველ დღე ვატარო სტუდენტები, ველაპარაკო გარდა ყოველდღიური პოლიტიკისა, გრძელვადიან განვითარებაზეც", - აღნიშნა პრეზიდენტმა.