ბათუმში ორი პოლიციელი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ განუცხადა, წარსულში ნასამართლევმა, 1993 წელს დაბადებულმა პირმა სილამაზის სალონის ძარცვის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კომახიძე და ქათამაძე დანით დაჭრა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამი დანა.
ეჭვმიტანილი დაკავებულია, ხოლო დაჭრილი პოლიციის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევა ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, იგივე სილამაზის სალონი გუშინაც გაძარცვა.