ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ორ-სამ თვეში ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სერ სუმალ ჩაკრაბარტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ლარიზაცია და დოლარიზაციის შემცირება. ქადაგიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ორ-სამ თვეში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეს იქნება პირველი ფასიანი ქაღალდი, გამოშვებული ეროვნულ ვალუტაში, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ. "ვიმედოვნებთ, ამის შემდეგ იგივე ტენდენცია გაგრძლედება არა მხოლოდ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, არამედ ქართული ბანკების და სხვა ძლიერი კომპანიების მხრიდან", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეს საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების განვითარებას და საპროცენტო განაკვეთების კლების დინამიკის შემცირებას.