ხათუნა ლაგაზიძე:NDI-ის მიზანია ხელისუფლებას არადემოკრატიული და არასამართლიანი არჩევნების ავტორის დამღა დაასვას

ხათუნა ლაგაზიძე:NDI-ის მიზანია ხელისუფლებას არადემოკრატიული და არასამართლიანი არჩევნების ავტორის დამღა დაასვას

,,NDI-ის ქართული ოფისის მიზანია ხელისუფლებას ყველაზე არადემოკრატიული და არასამართლიანი არჩევნების ავტორის დამღა დაასვას", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) კვლევის შედეგების კომენტირებისას, რომელსაც ცინიკურს უწოდებს.
,, NDI-იმ კვლევის შედეგების პირველი ნაწილი 12 ივლისს გამოქვეყნა, სადაც ორი ისეთი კითხვა-პასუხი იყო, რომელიც სხვა რომ არაფერი ცინიკურ შეფერილობას ატარებს. კერძოდ, ნათქვამია, რომ წინა კვლევასთან შედარებით 14% შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მიუხედავ იმისა, რომ არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემა დაგროვდა მათ შორის სოციალური, ეკონომიკური, მაგრამ, ფაქტია, რომ არის სიტყვის თავისუფლება, სასამართლო განთავისუფლებულია ხელისუფლების ზეწოლისგან, საქართველოში დაცულია ადამიანის ყველა ის უფლება, რომელიც საერთაშორისო სამართლითაა აღიარებულიამიტომ მიმაჩნია, რომ NDI-ის შეფასება ცინიკურია, რადგან იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება ასეთი სწრაფი ტემპით მცირდება, მაშინ გამოდის რომ ცხრაწლიანი გაუპატიურების რეჟიმი მოსახლეობისთვის უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა. ეს ერთი კითხვა, თავისი მნიშვნელოვანი პასუხით. რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის ხარისხს ეხება, სადაც ნათქვამია, რომ რვა პროცენტით შემცირდა იმ ადმიანების რიცხვი რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. კიდევ ერთხელ ვამბობ თუ ცხრაწლიანი გაუპატიურების რეჟიმის შემდეგ ამ ხელისუფლებას არადემოკრატიული უწოდო ყველაზე რბილი შეფასებით ცინიზმია", _განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე განმარტებით NDI-ის ქართული ოფისის წარმომადგენლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მეორე ადგილი დაიკავოს.

,, NDI-ის ქართველი დამკვეთებისთვის, ამ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობა" იგულისხმება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არჩევნებზე სააკაშვილის პარტიამ დაიკაოს მეორე ადგილი, რაც არარეალურია. მათ სურთ და, სამწუხაროდ, NDI-ის კვლევაც სწორედ ამას უწყობს ხელს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები წარმოაჩინონ, როგორც ყველაზე გაყალბებული და არადემოკრატიული არჩევნები საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროა, რომ NDI-ის ქართული ოფისი, ალბათ, კონკრეტულად უფრო ნავარო დღესაც ძალიან დესტრუქციულ როლს ასრულებს. მიზანი კი ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დღევანდელ ხელისუფლებას ყველაზე არადემოკრატიული და არასამართლიანი არჩევნების ავტორის დამღა დაასვას", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხათუნა ლაგაზიძემ.