სახელმწიფო აუდიტის სამსახური შს სამინისტროში აღმოჩენილ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, საუბარია 2011-2012 წლების პერიოდზე.
აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სპეციალური ბრიფინგი 16:00 საათისთვის არის ჩანიშნული. განცხადებას ერთ-ერთი დეპარტამენტის წარმომადენელი თორნიკე შერმადინი გააკეთებს.