"მეტი მეტისათვის" პრინციპის ფარგლებში საქართველოს 16 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება გამოეყოფა.
საფინანსო შეთანხმებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე ხელს დღეს ბათუმში მოაწერენ, სადაც მე-10 საერთაშორისო კონფერენცია – "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისკენ" მიმდინარეობს.
"ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ვილნიუსის სამიტზე აუცილებლად მოხდება ასოცირების შეთანხმების პარაფირება, აუცილებლად განიხილება საქართველოში მიმდინარე პროცესები და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და რეფორმების შეუქცევადობის კუთხით ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობა. დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში, შტეფან ფულესესთან ერთად, ხელს მოვაწერ 16 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ საფინანსო შეთანხმებას", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.