რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და ივანე ცაგურიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში განუმარტეს. 

წარდგენილ ბრალდებაზე ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება უახლოეს დღეებში მოხდება.

ამასთან, როგორც რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, არ ელოდება, რომ პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა თბილისის პროკურატურად უკვე დატოვეს. მათ თაღლითობის გზით ფულის მითვისება ედებათ ბრალი.