მაია ფანჯიკიძემ კონფერენციის

მაია ფანჯიკიძემ კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" მნიშვნელობაზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კონფერენცია რომელიც დღეს და ხვალ უნდა გაიმართოს ისეთი წარმომადგენლობითია , როგორიც არასდროს არ ყოფილა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კონფერენცია სახელწოდებით "საქართველოს ევროპული გზა" დღეს და ხვალ გაიმართება. ფანჯიკიძის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გზა არის შეუქცევადი და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის მიზანი, რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის.

"ჩვენ სტუმრად გვყვავს სამი ქვეყნის, კერძოდ, ბულგარეთის, სლოვაკეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. გარდა ამისა, ტრადიციულად ამ კონფერენციას ესწრება ევროკომისარი შტეფან ფულე, აქედან გამომდინარე, ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე თვქეში არის ვილნიუსისი სამიტი, სადაც უნდა მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ევროკავშირთან და ეს იქნება საბოლოო შეჯამება იმ მიღწეევების, რომელიც საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულების მომზადების გზაზე", –განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.