რუსუდან კერვალშვილი გაკვირვებულია, რომ მისთვის ბრალის წარდგენა მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში იუსტიციის მინისტრისა და პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რაც დაკავებებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა.
როგორც ბრალის წარდგინების შემდეგ, თბილისის პროკურატურაში კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რაც შეეხება ბრალის აღიარებას, კერვალიშვილის თქმით, ბრალდების დადგენილება მან ცოტა ხნის წინ წიაკითხა და ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს.
"გამოძიებასთან ვითანამშრომლებ, რათა გამოსწორეს ის მდგომარეობა რომელიც არის კომპანიასთან მიმართებაში. გამიკვირდა, ბრალის წარდგენა მოხდა იმ განცხადების შედეგ, რომელიც გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა და ითვალისწინებდა წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებებისგან თავშეკავებას. ეტყობა, დანაშაული რომელშიც ბრალდებულად გვცნეს, შესაბამისია განსაკუთრებული მდგომაროებისა", - განაცხადა კერვალიშვილმა.
როგორ თბილისის პროკურატურაში აცხადებენ, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს "ცენტრ პიონტის" მიერ დაზარებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე გამოძიება, თუმცა როგორც კერვალშვიოლმა აღნიშნა, იგი თბილისის პროკურატურაში დღეს პირველად იმყოფება და აქამდე დაკითხულიც არ ყოფილა.
კერვალშვილს დღეს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამარლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოპრე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თაღლითობას, წინასწარ შეთანმხმებული ჯგუფის მიერ. ასევე კერვალშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ თანხების მითვისებას გულისხობს. უშუალოდ რუსუდან კერვალშვილს ბრალად ედება მაია რჩეულიშვილთან ერთად 2 მილიონ აშშ დოლარზე და 2 400 000 ლარზე მეტი თანხის ერთობლივად მითვისება, ბრალდების მიხედვით, ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის პროექტიდან სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემებით ამავე ამხანაგობის წევრების მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა მილიონ ლარზე მეტი აშშ დოლარი.
რუსუდან კერვალიშვილმა ამავე ამხანაგობის საცხოვრებელის სახლის მშენებლობისთვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1 8 000 აშშ დოლარზე მეტი და 185 000-ზე მეტი ფუნტი სტერლინგი.