პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის ბრალდების შესახებ უწყების ხელმძღვანელის, არჩილ კბილაშვილის დადგენილებაც გამოაქვეყნა.
მთავარი პროკურორის დადგენილების მიხედვით, რუსუდან კერვალიშვილი ბრალდებულადაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.
კერვალიშვილის ბრალდების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის დადგენილებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განვიხილე სისხლის სამართლის #010221012001 საქმე სამშენებლოკომპანია ,,ცენტრპოინტიჯგუფი"-სწარმომადგენლებისმიერგანხორციელებულთაღლითობისფაქტზე და მივიღე მხედველობაში, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ 1955 წლის 25 ივლისს დაბადებულმა რუსუდან ოთარის ასულმა კერვალიშვილმა (პ/ნ 01017004560)
ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (მიწების ეპიზოდი - 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით).
მანვე ჩაიდინა მითვისება, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (ე.წ. "წილების" ეპიზოდი).
მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით ("ცენტრ-პოინტი ინვესტის" ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1999 წელს მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მიერ დაარსდა კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი", რომლის საქმიანობის მიზანსაც წარმოადგენდა უმსხვილესი სამშენებლო პროექტების განხორციელება, მრავალი საცხოვრებელი ბინის აშენება დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით. შედეგად ბევრმა მოქალაქემ მიმართა "ცენტრ პოინტი ჯგუფს", ჯერ კიდევ არაშენებული ბინების, ანუ "ჰაერის" შეძენის სურვილით.
2004 წლის 15 აგვისტოს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-ს ("დამკვეთი") და შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფს" ("შემსრულებელი") შორის გაფორმდა N1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა ქ. თბილისში, თაბუკაშვილის ქ. #7-ში "დამკვეთი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საჭირო საშუამავლო მომსახურების განხორციელებას. სანაცვლოდ, "დამკვეთი" მოახდენდა ანგარიშსწორებას "შემსრულებლის" მიერ გაწეული მომსახურების მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, "ცენტრ პოინტი ჯგუფი" იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა საშუამავლო მომსახურება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე "შემსრულებელს" უნდა გაეწია საშუამავლო მომსახურება საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად, საიდანაც ამხანაგობის წევრთა საცხოვრებელი ბინების დასაკმაყოფილებლად "დამკვეთზე" გაიცემოდა 7250 კვ.მ. ბინის ფართი და 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ბინის მესაკუთრეთათვის საერთო სარგებლობის დარბაზის მოსაწყობად. მეორე ეტაპზე კი "შემსრულებელს" უნდა განეხორციელებინა ასევე საშუამავლო მომსახურება საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად და მშენებლობის ამ ეტაპზე აშენებული ფართი მთლიანად გადაეცემოდა "ცენტრ პოინტი ჯგუფს" მის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯის სანაცვლოდ.
აღნიშნული ხელშეკრულების პარალელურად, იმავე 2004 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობა "თაბუკაშვილი-88"-სა (შემდგომში "ამხანაგობა") და "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს დამფუძნებლებთან დაკავშირებულ სააქციო საზოგადოება "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო"-ს (შემდგომში "სააგენტო") (დამფუძნებლები: ვახტანგ რჩეულიშვილი - წილი 25 %, გურამ რჩეულიშვილი - 25 %, რუსუდან კერვალიშვილი - 25 %, შპს "კონსალტინგისა და მენეჯმენტის ჯგუფი" – 25 %; სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: მაია რჩეულიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ირაკლი მინდელი) შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად "სააგენტო" უზრუნველყოფდა "ამხანაგობის" დაკვეთით თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩა ##7,9,11,11ა,16,18,19-ში დაწყებული ბინათმშენებლობის დასრულებას და ამ ვალდებულების შესასრულებლად 3.500.000 აშშ დოლარის ფინანსური რესურსის მოძიებას. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ "ამხანაგობის"ახალ წევრებს ამხანაგობაში გაწევრიანების საწევრო შენატანი (ანუ უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულება) გადაეხადათ "სააგენტო"-ს საბანკო ანგარიშზე.
"ამხანაგობა"-სთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ "სააგენტო"-მ 2004 წლის 05 ივლისს "თიბისი ბანკთან" გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო მიზნობრივი საბანკო კრედიტი 3.500.000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანი იყო თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის დაფინანსება. კრედიტის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ასევე "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის საცხოვრებელი ბინები.
მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ეფექტური სარეკლამო კამპანიის მეშვეობით დაარწმუნეს მრავალი კლიენტი ფული ჩაედოთ ჯერ კიდევ არაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, იმ იმედით, რომ მშენებლობა დროულად დასრულდებოდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ამხანაგობის ახალ წევრებს თანხები შეეტანათ "სააგენტო"-ს საბანკო ანგარიშზე, როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა, მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მითითებით, თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ შედიოდა "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო"-ს სალაროში ნაღდი ფულის სახით, რათა გაიოლებულიყო შემოსული თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და უკონტროლო ხარჯვა. ამისათვის, მ. რჩეულიშვილის და რ. კერვალიშვილის მიერ წინასწარ მონიშნულ იქნა კონკრეტული საცხოვრებელი, საგარაჟე და კომერციული ფართები, რომლებიც თავიდანვე განისაზღვრა ე.წ. "მ/რ ფართებად" (სწორედ ასეა ისინი მითითებული ე.წ. "შავ" ბუღალტერიაში, რაც გულისხმობდა მაიასა და რუსუდანის კუთვნილ ფართებს). მათი მითითებით, აღნიშნული ფართების რეალიზაციიდან შემოსული თანხები პირდაპირ, ნაღდი ფულის სახით, გადაეცემოდათ მათ და "სააგენტო" ამ თანხებს ვერ გამოიყენებდა "ამხანაგობის" წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების მიზნით.
2004 წლის პერიოდში, მშენებლობის საწყის ეტაპზევე, "სააგენტო"-ს სალაროში ნაღდი ფულის სახით შევიდა 1.283.784 აშშ დოლარი, რასაც დაემატა ამავე პერიოდში "თიბისი ბანკი"-დან მიღებული საბანკო კრედიტი. არსებული ფინანსური რესურსების მიზნობრივად გამოყენების ნაცვლად, რაც გულისხმობდა სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, პირადი სარგებლობისათვის სალაროდან უკანონოდ, ეტაპობრივადგაიტანეს 2.403.750 ლარი, რაც "სააგენტოს" მთავარი ბუღალტრის მანანა კირჩხელის მონაწილეობით 2004 წლის 31 დეკემბერს გაწერეს ყალბი სალაროს გასავლის ორდერებით.
სალაროდან უკანონოდ გატანილი და გახარჯული თანხის გაწერის მიზნით, "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს დამფუძნებელთა მიერ შემუშავდა თანხის გაწერის სქემა, რისთვისაც შეიქმნა რამდენიმე ამხანაგობა.
თანხის გაწერის შემუშავებული სქემის ფარგლებში შექმნილმა ამხანაგობამ "წყნეთი 2004" თითქოსდა შეიძინა 15.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაშიც უკანონოდ გაიწერა "სააგენტოს" სალაროდან უკანონოდ გასული 1.556.950 ლარი. მაია რჩეულიშვილის დავალებით, მანამდე "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს თანამშრომლებზე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მიწის ნაკვეთები, ხოლო ამხანაგობა "წყნეთი-2004"-ის თავმჯდომარემ გიორგი ზარიძემ გააფორმა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებშიც ქაღალდზე გაზრდილი იქნა უძრავი ქონების ღირებულება და ნასყიდობის ფასად მიეთითა სწორედ ის თანხა, რომელიც ყალბი სალაროს გასავლის ორდერებით გაიწერა "სააგენტოს" სალაროდან.
სინამდვილეში, "სააგენტო"-ს არ გადაუხდია აღნიშნული თანხა, არამედ მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ეს თანხა 2004 წლის 31 დკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად მიისაკუთრეს.
ანალოგიური სქემით ზემოაღნიშნული უკანონო ოპერაციის ჩატარებისათვის შეიქმნა ასევე ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა "ბაგები-2004" (დამფუძნებლები: მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ნდობით აღჭურვილი პირები - რამაზ როხვაძე და ეკატერინე ჭინჭარაული, მოგვიანებით "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს თანამშრომლები), რომლის სახელზე 2004 წლის 31 დეკემბერს ასევე გაიწერა 546.000 ლარი. ამ შემთხვევაშიც იგივე სქემით, ფიზიკურ პირებზე რომან მაჭავარიანზე, თამარ გოცირიძესა და მიხეილ ციცქიშვილზე ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, 2004 წლის 22 ნოემბერს, საკუთრების უფლებით უკანონოდ აღირიცხა ბაგების სატყეო უბნის ტერიტორიაზე მდებარე 3.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (თითოეულზე 1.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი). ამ ნაკვეთზე ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, ხსენებულმა პირებმა ვითომდა 8.000 ლარად 2004 წლის 22 ნოემბერს გაასხვისეს მიწის ნაკვეთი რუსუდან კერვალიშვილის სიძეზე - ნიკოლოზ ბერიძეზე, რომელმაც თავის მხრივ, 2004 წლის 31 დეკემბერს უკვე გაზრდილ (ქაღალდზე) ფასად, 546.000 ლარად ასევე ფიქტიურად გაასხვისა მიწის ნაკვეთი ამხანაგობა "ბაგები-2004"-ზე. ნასყიდობის ფასად ამ შემთხვევაშიც მიეთითა სწორედ ის თანხა, რომელიც ყალბი სალაროს გასავლის ორდერებით იქნა გაწერილი და სინამდვილეში ამხანაგობას არ გადაუხდია. ზემოთმითითებული თანხა ასევე 2004 წლის 31 დეკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად მიისაკუთრეს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა.
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის დავალებით "სააგენტო"-ს სალაროდან ამხანაგობა "ბაგები-2004"-ის სახელზე 2004 წლის 31 დეკემბერს გაიწერა ასევე 288.800 ლარი, თითქოსდა დაბა გუდაურში 2.040 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესაძენად. მაია რჩეულიშვილის მითითებით, აღნიშნული თანხის გაწერის მიზნით, 2004 წლის 05 ნოემბერს "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს დაცვის სამსახურის უფროსის მიხეილ ნინიაშვილის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მიწის ნაკვეთი დაბა გუდაურში. მოგვიანებით, ამ უკანასკნელსა და ამხანაგობა "ბაგები-2004"-ს შორის 2004 წლის 24 დეკემბრის თარიღით გაფორმებული ფიქტიური ხელშეკრულებით ნაკვეთის ნასყიდობის ფასად მიეთითა ასევე გაზრდილი ფასი 288.800 ლარი, რაც ამხანაგობას ასევე არ გადაუხდია და მითითებული თანხაც ასევე 2004 წლის 31 დეკემბრამდე მართლსაწინააღმდეგოდ და თაღლითურად მიისაკუთრეს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა.
იგივე მეთოდით, ფიქტიური სალაროს გასავლის ორდერებით უკანონოდ გაიწერა თანხები ამხანაგობა "დიგომი-2004"-ზე, რომელზე გაცემულად ნაჩვენები იქნა 200.200 ლარი, რომლითაც თითქოსდა ამხანაგობამ დიდუბის ტერიტორიაზე შეიძინა 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თუმცა ხსენებული თანხაც მიისაკუთრეს მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული სქემით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაისაკუთრეს მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები 2.403.750 ლარის ოდენობით, რომლის მიღების კანონიერი საფუძველი მათ არ გააჩნდათ და რაც განკარგეს პირადი საჭიროებებისათვის, ხოლო ახალი საცხოვრებელი ფართის მიღების მოლოდინში მყოფ მენაშენეებს/წევრებს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნულით რუსუდან კერვალიშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით).
2005-2008 წლებში მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, "სააგენტო"-ს სალაროდან პირადად და მათი ნდობით აღჭურვილი პირების, "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს თანამშრომლების ნიკოლოზ ქსოვრელის, მიხეილ ნინიაშვილის, გიორგი ზარიძის, "სააგენტო"-ს მოლარის ნიკოლოზ კირვალიძისა და კომპანიის სხვა თანამშრომლების მეშვეობით, სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული, ჯერ კიდევ მშენებლობის დასრულებამდე თავიანთთვის წინასწარ განსაზღვრული ე.წ. "წილების" მიღების საფუძვლით, გაიტანეს მენაშენეთა კუთვნილი თანხები 4.133.341,62 აშშ დოლარის ოდენობით და მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრეს, რამაცმენაშენეთა კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია და მნიშვნლოვანი ზიანი მიაყენა მათ.
2008 წლის 01 ივლისიდან 2010 წლის 06 მარტამდე პერიოდში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობისას, რუსუდან კერვალიშვილმა არაერთგზის, სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებიდან პირადად და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს თანამშრომლის გიორგი ზარიძის, მეშვეობით, მშენებლობის დასრულებამდე თავისთვის წინასწარ განსაზღვრული ე.წ. "წილების" მიღების საფუძვლით, მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, კერძოდ "თიბისი ბანკში" მის პირად საბანკოანგარიშზე - 208.981 აშშ დოლარი, ასევე იმავე ბანკში გახსნილ მისანგარიშზე - 25.188 ფუნტი სტერლინგი, რაც გადარიცხა ქ.ლონდონში ერთ-ერთი ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე. მოგვიანებით ამავე პირის ანგარიშზე დამატებით ეტაპობრივად გადარიცხა 159.881 ფუნტი სტერლინგი მისი ნდობით აღჭურვილი პირის გიორგი ზარიძის მეშვეობით, ამ უკანასკნელის მიერ "თიბისი ბანკში" არსებული საბანკოანგარიშიდან. ზემოაღნიშნული უკანონო შემოსავალი რუსუდან კერვალიშვილს არ აუსახავს თანამდებობის პირის ყოველწლიურ დეკლარაციაში.
შესაბამისად, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა წინასწარი შეთანხმებთ, ჯგუფის მიერ, მიითვისეს მენაშენეთა თანხები დიდი ოდენობით, რამაც ახალი საცხოვრებელი ფართის მიღების მოლოდინში მყოფ "ამხანაგობის" წევრებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აღნიშნულით რუსუდან კერვალიშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.
რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა შემდგომ პერიოდშიც არააერთხელ განახორციელეს მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების კლიენტთა/მენაშენეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო და თაღლითური დასაკუთრება.
2010 წლის 07 სექტემბერს ფიზიკურ პირებსმაია რჩეულიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს (ერთობლივად "საკუთრების მიმნდობი") და შპს "დექსუსს" ("მინდობილი მესაკუთრე") შორის გაფორმდა საკუთრების მინდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საკუთრების მიმნდობმა მინდობილ მესაკუთრეს მართვისა და განკარგვის შეუზღუდავი უფლებამოსილებით მიანდო საკუთრების მთელი რიგი ობიექტები (მათ შორის როგორც ფიზიკური პირების, ისე სხვადასხვა კომპანიების საკუთრებაში არსებული აქტივები. ერთ-ერთ ასეთ კომპანიას წარმოადგენდა შპს "ცენტრ პოინტი ინვესტი").
აღნიშნული ხელშეკრულების პარალელურად, მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მითითებით, მათი ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი გუბელაძეს ("საკუთრების მიმნდობი") და კომპანია "დექსუსს" ("მინდობილი მესაკუთრე") შორის 2010 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა საკუთრების მინდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც "დექსუსს" ასევე მართვისა და განკარგვის შეუზღუდავი უფლებით გადაეცა წყნეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე გ. გუბელაძის ფიქტიურ საკუთრებაში არსებული #150/015 მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების მიხედვით, მინდობილ მესაკუთრეს უფლება მიეცა მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებით გაეფორმებინა ნებისმიერი სახისა და შინაარსის ხელშეკრულება, მათ შორის, მინდობილი საკუთრების სრული, ან ნაწილობრივი გასხვისების, გირავნობის/იპოთეკის ხელშეკრულებები. საკუთრების მიმნდობის დამატებითი ნებართვისა ან/და თანხმობის გარეშე, მინდობილ მესაკუთრეს შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერი მესამე პირისათვის გადაენდო მინდობილი ქონება ან მისი ნაწილი. თავის მხრივ, ამავე ხელშეკრულებით, საკუთრების მიმნდობს აეკრძალა მინდობილი საკუთრების მართვა ან განკარგვა (პირადად ან მესამე პირის მეშვეობით) გადაწყვეტილებების მიღება მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებით ან/და მინდობილი საკუთრებიდან გამომდინარე ყველა სახის უფლებებთან დაკავშირებით.
2007 წლის 28 დეკემბერს რუსუდან კერვალიშვილმა "ცენტრ პოინტი ინვესტი"-დან (პარტნიორები: მაია რჩეულიშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი) სესხის სახით მიიღო 400.000 აშშ დოლარის თანხა, რომლის დაფარვის ნაცვლად 2011 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, განახორციელა მისი უკანონო დასაკუთრების სამართლებრივი გაფორმება, რისთვისაც, გამოიყენა ამხანაგობა "წყნეთი-2004"-ის სახელზე უკანონოდ რიცხული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ამავე ამხანაგობის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ფიქტიურად იყო რეგისტრირებული გიორგი ზარიძის და გიორგი გუბელაძის სახელზე.
ამ მიზნით, 2011 წლის აპრილში, რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა დახმარებისთვის მიმართეს ნდობით აღჭურვილ პირს გიორგი ზარიძეს, რომელსაც შესთავაზეს მასთან ფიქტიური გარიგების შემდეგი სქემა: გ. ზარიძესთან 2010 წლის 10 ივნისის თარიღით (ანუ უკანა რიცხვით) უნდა გაეფორმებინათ სესხის ფიქტიური ხელშეკრულება, სადაც დაფიქსირდებოდა, რომ გ. ზარიძეს რ. კერვალიშვილისგან სესხის სახით ვითომდა მიღებული ჰქონდა 800.000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაში ასევე გაკეთდებოდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გ. ზარიძე ვერ უზრუნველყოფდა აღნიშნული თანხის დაბრუნებას, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, იგი შეასრულებდა ალტერნატიულ ვალდებულებას და რუსუდან კერვალიშვილს საკუთრებაში გადასცემდა მასზე რიცხულ უძრავ ქონებას. ყალბი სასესხო ხელშეკრულების შედგენის შემდეგ კი, გაფორმდებოდა სამმხრივი ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ დადებული მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის შესახებ. ამ ხელშეკრულების თანახმად რ. კერვალიშვილს გადაეცემოდა გ. ზარიძის სახელზე რიცხული 11.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ვითომდა ალტერნატიული ვალდებულების შესრულების სახით, რომელიც თავის მხრივ, საკუთრებაში გადასცემდა ამ ნაკვეთს შპს "ცენტრ პოინტი ინვესტს" საკუთარი სასესხო დავალიანების გასაქვითად.
აღნიშნულ წინადადებაზე გ. ზარიძისაგან უარის მიღების შემდეგ, რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა, შპს "ცენტრ პოინტი ინვესტი"-ს დირექტორ ივანე ცაგურიასთან შეთანხმებით, გადაწყვიტეს ემოქმედათ იგივე დანაშაულებრივი სქემით და ისარგებლეს რა სანდო პირის, მიწის ნაკვეთის ფორმალური მესაკუთრის გიორგი გუბელაძის სამსახურებრივი დამოკიდებულებით, ამ უკანასკნელს გააცემინეს მინდობილობა საქართველოს პარლამენტში რ. კერვალიშვილის აპარატის თანამშრომელ ნანა ღვალაძეზე, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლებამოსილება ეწარმოებინა ყოველგვარი ოპერაცია წყნეთის ტერიტორიაზე გ. გუბელაძის სახელზე ფორმალურად რიცხულ 4.000 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: 01.20.01.150.015) მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.
ნანა ღვალაძემ რუსუდან კერვალიშვილის მითითებით 2011 წლის 10 ივნისის თარიღით მოამზადა ყალბი სასესხო ხელშეკრულება, თითქოს გ. გუბელაძეს რუსუდან კერვალიშვილისგან სესხის სახით მიღებული ჰქონდა 400.000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაში ასევე მიეთითა (ისევე როგორც ეს გ. ზარიძეს შესთავაზეს), რომ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გ. გუბელაძე შეასრულებდა ალტერნატიულ ვალდებულებას და რუსუდან კერვალიშვილს გადასცემდა მის საკუთრებაში რიცხულ 4.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს წყნეთის ტერიტორიაზე.
შესაბამისად, ყალბი სასესხო ხელშეკრულებით ვითომდაწარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე, 2011 წლის 29 აპრილს სანოტარო წესით გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება - გიორგი გუბელაძეს (წარმოდგენილი ნანა ღვალაძის სახით), როგორც "უფლების დამთმობს", მეორეს მხრივ რუსუდან კერვალიშვილს, როგორც "უფლების გადამცემს" და შპს "ცენტრ პოინტი ინვესტს" (წარმომადგენელი: დირექტორი ივანე ცაგურია), როგორც "უფლების მიმღებს" შორის. სამმხრივ ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა, რომ თითქოს გ. გუბელაძე რუსუდან კერვალიშვილის წინაშე 2010 წლის 10 ივნისს აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რ. კერვალიშვილს საკუთრებაში გადასცემდა მის (ფიქტიურ) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. თავის მხრივ, რ. კერვალიშვილმა 2007 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებით შპს "ცენტრ პოინტი ინვესტ"-თან ნაკისრი სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის სანაცვლოდ, 400.000 აშშ დოლარის გაქვითვის მიზნით, შპს "ცენტრ პოინტი ინვესტს" დაუთმო მისთვის გ. გუბელაძის მიერ გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება. სინამდვილეში კი, 2010 წლის 10 სექტემბერს გ. გუბელაძესთან გაფორმებული საკუთრების მინდობის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, შპს "დექსუსს" უკვე გადაცემული ჰქონდა გიორგი გუბელაძის სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი შეუზღუდავი მართვისა და განკარგვის უფლებით. შესაბამისად, მ. რჩეულიშვილმა და რ. კერვალიშვილმა, ი. ცაგურიას დახმარებით და შეთანხმებული ქმედებებით გაქვითეს რ. კერვალიშვილის ე.წ. "ვალი" იმ ქონებით, რაც ისედაც ამ კომპანიის აქტივი იყო.
რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის ფარგლებში ი. ცაგურიამ განაგრძო კომპანიის საზიანოდ მოქმედებადა მან უარი განაცხადა კომპანიის ერთ-ერთი კრედიტორის მარინე ხაჩიძის წინაშე არსებული დავალიანების 10.000 აშშ დოლარის ძირითადი თანხის და პროცენტის 728,15 აშშ დოლარის დაფარვაზე. აღნიშნულით, მან კრედიტორს ხელოვნურად შეუქმნა სასამართლოსათვის მიმართვისა და გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესის ინიცირების შესაძლებლობა. ამ გზით 400.000 აშშ დოლარის ანგარიშში გაქვითული და "ცენტრ პოინტი ინვესტი"-ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული ზემოაღნიშნული 4.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.20.01.150.015), რომელიც თავის მხრივ, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასებით შეფასებულ იქნა 247.000 ლარად, იძულებითი აღსრულების მიზნით გატანილ იქნა აუქციონზე, სადაც 62.367,50 ლარად მისი შემძენი გახდა იმ პერიოდში ასევე შპს "დექსუსი"-ს მართვის ქვეშ მყოფი კომპანია, შპს "თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციები", რომლის დირექტორსაც ასევე ივანე ცაგურია წარმოადგენდა.
ანალოგიური სქემით, იმავე დღეს, განხორციელდა რუსუდან კერვალიშვილისათვის "ცენტრ პოინტი ინვესტი"-ს წინაშე აღებული სხვა სასესხო ვალდებულებების გაქვითვა. კერძოდ, რ. კერვალიშვილის მითითებით 2011 წლის 01 ივნისის თარიღით კვლავ მომზადდა ყალბი სასესხო ხელშეკრულება, თითქოს ფიზიკურ პირ მაია გვიმრაძეს ("ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს მენეჯერი) რუსუდან კერვალიშვილისგან სესხის სახით მიღებული ჰქონდა 215.500 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაში ასევე მითითებულ იქნა (ისევე როგორც ეს გ.ზარიძეს და გ. გუბელაძეს შესთავაზეს), რომ სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მ. გვიმრაძე წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეასრულებდა ალტერნატიულ ვალდებულებას და რუსუდან კერვალიშვილს გადასცემდა სიღნაღში, გზირიშვილის ქუჩაზე მის ფორმალურ საკუთრებაში რიცხულ 1.140 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: 56.14.19.048). შესაბამისად, ყალბი სასესხო ხელშეკრულებიდანვითომდა წარმოშობილი ვალდებულების საფუძველზე, 2011 წლის 29 აპრილს სანოტარო წესით გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება - მაია გვიმრაძეს, როგორც "უფლების დამთმობს", მეორეს მხრივ რუსუდან კერვალიშვილს, როგორც "უფლების გადამცემს" და შპს "ცენტრ პოინტი ინვესტს" (წარმომადგენელი: დირექტორი - ივანე ცაგურია), როგორც "უფლების მიმღებს" შორის. სამმხრივ ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა, რომ მ. გვიმრაძე რუსუდან კერვალიშვილის წინაშე 2010 წლის 01 ივნისს აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რ. კერვალიშვილს საკუთრებაში გადასცემდა სიღნაღში, გზირიშვილის ქუჩაზე მის (ფიქტიურ) საკუთრებაში რიცხულ 1.140 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: 56.14.19.048). თავის მხრივ, რ. კერვალიშვილმა 2007 წლის 25 ივნისის, 2007 წლის 06 დეკემბრის და 2007 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებებით შპს "ცენტრ პოინტი ინვესტ"-თან ნაკისრი სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის სანაცვლოდ, 215.500 აშშ დოლარის გაქვითვის მიზნით შპს "ცენტრ პოინტი ინვესტს" დაუთმო მისთვის მ. გვიმრაძის მიერ გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლება.
საბოლოოდ, ზემოაღნიშნული სქემით, რუსუდან კერვალიშვილმა, მაია რჩეულიშვილთან და ივანე ცაგურიასთან წინასწარი შეთანხებით განახორციელა შპს "ცენტრ პოინტი ინვესტ"-ში კრედიტორთა კუთვნილი თანხის 615.000 აშშ დოლარის მართლსაწინააღმდეგო და თაღლითური დასაკუთრება.
აღნიშნულით რუსუდან კერვალიშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.
2004-2009 წლებში "თაბუკაშვილი 88"-ის ბინათმშენებლობისათვის, რაც განკუთვნილი იყო ამავე ამხანაგობის წევრების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისათვის სულ მოზიდული იქნა 27.701.299,13 აშშ დოლარი, მათ შორის თავად წევრების/მენაშენეების შენატანებმა შეადგინა 23.380.000 აშშ დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის მიერ მობილიზებული ფინანსური რესურსებით, "სააგენტო"-ს ყველანაირი პირობა გააჩნდა პროექტის წარმატებით დასრულებისათვის, "ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს დამფუძნებელთა წინასწარ შეთანხმებული სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებებით მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების გამო შეუძლებელი გახდა "ამხანაგობის" წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და მშენებლობის დასრულება. შედეგად, ხელოვნურად შექმნილი ფინანსური დეფიციტის გამო მშენებლობა შეჩერდა ხანგრძლივი დროით, რის გამოც ამხანაგობის 403 წევრმა მრავალი წლის განმავლობაში ვერ დაიკმაყოფილა კანონიერი ინტერესი და ვერ მიიღო გადახდილი თანხის საფასურის უძრავი ქონება, დასრულებული საცხოვრებელი ბინებისა და სხვა დანიშნულების ფართების სახით.
საბოლოოდ, რუსუდან კერვალიშვილმა საცხოვრებელი სახლების მშენებლობებისათვის მობილიზებული თანხებიდან მიითვისა 1.828.806 აშშ დოლარი და 185.069 ფუნტი სტერლინგი, მაია რჩეულიშვილმა მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარი, ხოლო რუსუდან კერვალიშვილმა და მაია რჩეულიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს - 2.023.202 აშშ დოლარი და 2.403.750 ლარი.
ამდენად, რუსუდან კერვალიშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.
რუსუდან კერვალიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა:
მოწმეების ლაშა თხილავას, გიგო ჯავახიშვილის, მიხეილ ბასილაშვილის, ნიკოლოზ კირვალიძის, ნიკოლოზ ქსოვრელის, მანანა კირჩხელის, ზურაბ თაბუკაშვილის, გიორგი ზარიძის, გიორგი გუბელაძის, სოფიო ბერიძის, მიხეილ ნინიაშვილის, ნინო შარიქაძის, მაია გვიმრაძის, ნატალია კაპატაძის, ირინა ნეფედოვას, მანანა ნანიტაშვილის, სერგო კონსულიანის, გრიგოლ ხაჩატურიანის, რამაზ როხვაძის, ვასილ როხვაძის,ეკატერინე ჭინჭარაულის, რომან მაჭავარიანის, ნინო ლომსაძის, ნანა იოსავას, ვლადიმერ ბაგრატიშვილის, ჯუმბერ მესხის, სოლომონ ღვინიაშვილის, გიორგი კვარაცხელიას, ნანა ამისულაშვილის, ზურაბ მიხელიძის, ვეფხია ვეფხვაძის, თამარ გოცირიძის, იოსებ ლოლიტაშვილის, ჯამბულ ბერიძის, ლელა ჩეკურიშვილის, თეიმურაზ ფანცულაიას, პაატა მჭედლიძის, ნოდარ ადეიშვილის, ნინო ყიფიანის, ირაკლი პეტრიაშვილის,გიორგი ქანანაშვილის, ზვიად ჯიქურაძის, ქეთევან როსტიაშვილის, ქეთო მუკბანიანის, გიორგი ლალიაშვილის, იათამზე ღაღანიძის, ალექსანდრა ხუტაშვილის, მანანა ლომიძის, გვარამ ბენიძის, დიანა ლაზარაშვილის, ლამარა ბექაურის, პავლე ახვლედიანის, გიორგი ზარნაძის, გიორგი მიქაბერიძის, მზიული კილასონიას, ეკა ნანავას, კონსტანტინე ყიფიანის, თამარ თალაკვაძის, ნანა ვაშაძის, ნათია მჭედლიშვილის, ია კოლხიტაშვილის, დარეჯანბობოხიძისჩვენებები; ს.ს. "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შემოწმების აქტი; ს.ს. "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები და მათი დათვალიერების ოქმი; სს "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" 2004 წლიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საბუღალტრო პროგრამა "ორისის" ელექტრონული ვერსია DVD დისკის სახით და პროგრამა "ექსელის" ფორმატში შესრულებული 2005-2009 წლების სალაროში ფულის მოძრაობის ყოველდღიური უწყისები DVD დისკის სახით და მათი დათვალიერების ოქმები; ს.ს. "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" საგადასახადო დეკლარაციები (2005-2008 წლები); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ამხანაგობების "წყნეთი-2004"-ის, "ბაგები-2004"-ის და "დიგომი-2004"-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული დოკუმენტები; "ცენტრ პოინტი ჯგუფთან" დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირების სახელზე წყნეთში, ბაგებში, გუდაურსა და სიღნაღში რიცხული მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში პირველადი და შემდგომი რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტები; შპს "გრინ პოინტთან" დაკავშირებით მისი დირექტორის ნინო ყიფიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები; წყნეთის ტერიტორიაზე ამხანაგობა "წყნეთი-2004"-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გიორგი ზარიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები; ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 04 ივლისის #2367/01 ექსპერტიზის დასკვნა; "ცენტრ პოინტი ჯგუფთან" დაკავშირებული იურიდიული პირების სამეწარმეო რეესტრში პირველადი და შემდგომი რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტები; 2010 წლის 07 სექტემბერს ფიზიკურ პირებს -მაია რჩეულიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და შპს"დექსუსს" შორის გაფორმებული საკუთრების მინდობის გენერალური ხელშეკრულება; გიორგი გუბელაძეს და კომპანია "დექსუსს" შორის 2010 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული საკუთრების მინდობის გენერალური ხელშეკრულება; გ.ზარიძისა და გ.გუბელაძის ელ.ფოსტაზე მიღებული შეტყობინებები თანდართულიხელშეკრულებების პროექტებით; ნოტარიუს ელენე ყიზილაშვილისაგან მიღებული სანოტარო აქტები; შპს "ცენტრ პოინტი ინვესტის" საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები და რ.კერვალიშვილთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები; წყნეთის ტერიტორიაზე გ.გუბელაძის სახელზე რიცხული 4.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებულ იძულებითი აღსრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტები-სააღსრულებო საქმე; შპს "დექსუსიდან" მიღებული დოკუმენტები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე შპს "დექსუსიდან" ამოღებული "ცენტრ პოინტი ჯგუფისა" და მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები; რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილის, ვახტანგ რჩეულიშვილის, გურამ რჩეულიშვილის და გიორგი ზარიძის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ნაწარმოები ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები; საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ინფორმაცია რ.კერვალიშვილის პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ; რუსუდან კერვალიშვილის ყოველწლიური თანამდებობრივი დეკლარაციები (2009-2012 წლები).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17, 166-ე და 169-ე მუხლების გათვალისწინებით,
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :
1.რუსუდან კერვალიშვილი ცნობილი იქნეს ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით.
2.რუსუდან კერვალიშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნოს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თენგიზ ბიგვავას მეშვეობით", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის დადგენილებაში.