"ცენტრ პოინტი ჯგუფი" დაყადაღებულია, მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს

"ცენტრ პოინტი ჯგუფი" დაყადაღებულია. მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება "ცენტრ პოინტი ჯგუფის" მიერ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე მიმდინარე გამოძიებას, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხები უკანონოდ დაისაკუთრეს.

აღნიშნულში იმხილებიან რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ივანე ცაგურიაც, რომელთაც ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში კითხავენ.