ირაკლი შიხიაშვილი

ირაკლი შიხიაშვილი "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით ნიკოლოზ მელიას განცხადებას უარყოფს

ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ნიკოლოზ მელიას განცხადებას უარყოფს. 

ირაკლი შიხიაშვილმა საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყო ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მიერ გაკეთებული განცხადება "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში შიხიაშვილის მონაწილეობის შესახებ.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, მას ამ საქმესთან კავშირი არა აქვს და საგამოძიებო ორგანოებისათვის ამასთან დაკავშირებით არც ჩვენება მიუცია.

ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოში უმრავლესობის დაკარგვით "ნაცმოძრაობა" აგონიაშია ჩავარდნილი, რის გამოც, ცილისწამება დაიწყო.

ირაკლი შიხიაშვილმა ნიკოლოს მელიას უგულავას "მელია ბაჭია" და ადეიშვილის ლაქია უწოდა და აღნიშნა, რომ შიხიაშვილი და მისი კოლეგები საკრებულოში დაასრულებენ გიგი უგულავასა და მისი "მელია ბაჭიების" ტალახის სროლასა და უზნეო პარპაშსს.