თბილისში #26 ხაზის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მძღოლები სამგზავრო ტარიფის დაკლებას მოითხოვენ. მათი თქმით, სამარშრუტო ხაზი მოკლე მანძილს შეადგენს და მგზავრობის საფასური 80-ის ნაცვალად, 50 თეთრი უნდა იყოს.
მძღოლების განმარტებით, ტარიფის სიძვირის გამო, მგზავრები არ ჰყავთ და დღიური გეგმის შესრულებას ვერ ახერხებენ. ისინი პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ.
თავის მხრივ, კომპანია "თბილისის მიკტოავტობუსში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სიტუაციაში გარკვევის შემდეგ მიიღებემ. კომპანია მძღოლებს მოუწოდებს, რომ მგზავრებს დისკომფორტი არ შეუქმნან.
"წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სანამ არ გავეცნობით სიტუაციას. გავეცნობით სიტუაციაში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამავდროულად, მძღოლებს მოვუწოდებთ, მგაზავრებს დისკომფორტი არ შეუქმნან. ასეთი პროტესტი მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამით მგზავრებს დიკომფორტს უქმნიან. ყველაფრის გადაწყვეტა შეიძლება მოლაპარაკების გზით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელმა ნინო პოტრჟებსკაიამ.