სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დაუსრულებელ, 2012-2013 წლის სეზონში, ფეხბურთზე, საერთო ჯამში, 50 მილიონი ლარია დახარჯული.
გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფეხბურთზე დახარჯულ მილიონებზე მინისტრმა გუშინ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სპოსრტის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებიდან სპორტზე დახარჯული ხარჯები გამოითხოვა და ფეხბურთზე დახარჯული მილიონების შესახებ სწორედ ამის შემდეგ "გაარკვია".
პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჭიდაობაში, ახალგაზრდებში ჩატარებულ ევროპის პირველობებს მიეძღვნა.