უჩა ნანუაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები უახლოეს ხანში უნდა განადგურდეს

უჩა ნანუაშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები უახლოეს ხანში უნდა განადგურდეს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ის უახლოეს ხანში უნდა განადგურდეს , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ შეხვდა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

"უახლოეს ხანებში უნდა მოხდეს იმ ფარული ვიდეოჩანაწერების განადგურება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს შეიცავს და - არა იმ მტკიცებულების, რომელიც კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს გამოკვეთს", - განაცხადა სახალხო დამცველმა.