შტეფან ფულეს ვიზიტი საქართველოში დღეს იწყება

შტეფან ფულეს ვიზიტი საქართველოში დღეს იწყება

ევროკავშირის გაფართოებისა და საშინაო საქმეებში ევროკომისარის შტეფან ფულეს ვიზიტი საქართველოში დღეს იწყება. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს ბათუმში , საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, იუსტიციის მინიტრ თეა წულუკიანს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს.

ხვალ კი, შტეფან ფულე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის თემატიკაზე გამართულ კონფერენციაში.

ფულე ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ამ დღეებში ბათუმს ასევე ეწვევიან ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ვიგენინი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი. ისინი შეხვდებიან ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძეს, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.
ამასთან, შეტეფა ფულე 9 ივლისს თბილისში უკვე იმყოფებოდა. იგი მიხელ სააკაშვილს შეხვდა და საქართველოს პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.