მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართება

მთავარ პროკურატურასთან აქცია გაიმართება

დღეს, 11 ივლისს, 14 საათზე, მსჯავრდებულთა იურდიული დახმარების, ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრი აწყობს აქციას საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შემდეგი მოთხოვნებით:
1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310 მუხლის ეფექტურ ამოქმედებას, რათა დროულად მოხდეს უკანონო პატიმრების საქმეების განხილვა.
2. განხილულ იქნეს სსკ 262 ე მუხლით გასამართლებულთა მართლსაზომიერების საკითხი
3. სამართლებლივი უზრუნველყოფის დეპარტამენტმა არ გაუგზავნოს ყველა დაზარალებულს ერთი და იგივე ტექსტი ხარვეზების კომისიის შესახებ. რადგან შესაძლებელია, რომ მათ ვისაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია განიხილოს როგორც ახალი გარემოება და მიმართოს სასამართლოს საქმის ხელახალი გამოძიების მიზნით.
მოხდება პროკლამაციების გავრცელება.

აქციას დაესწრება უკანონო პატიმართა ოჯახის წევრები