„ობშიაკი“ და „ტყავი“ ანუ ქურდების სია-რა ჩვენება მისცა „კანონიერმა ქურდმა“ ახალაიას წინააღმდეგ

„ობშიაკი“ და „ტყავი“ ანუ ქურდების სია-რა ჩვენება მისცა „კანონიერმა ქურდმა“ ახალაიას წინააღმდეგ

„ბაჩო ახალაიას არ აინტერესებდა ე.წ."ობშაკის" თანხა (200 ათასი ლარი), არამედ სჭირდებოდა ე.წ. "ტყავი" ანუ ქურდების სია“,-ეს არის ამონარიდი ე.წ. კანონიერი ქურდის პაატა მამარდაშვილის ჩვენებიდან, რომელიც მან ბაჩო ახალიას წინააღმდეგ მისცა. ჩვენების ასლი ახალაიას მეუღლემ გამოაქვეყნა. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ანი ნადარეიშვილი წერს, რომ „ეს არის კანონიერი ქურდის პაატა მამარდაშვილის ჩვენება, რის საფუძველზეც ბაჩო ახალაის ბრალი წაუყენეს.

„ ბაჩო ახალაიას არ აინტერესებდა ე.წ."ობშაკის" თანხა (200 ათასი ლარი), არამედ ჭირდებოდა ე.წ. "ტყავი" ანუ ქურდების სია, რადგან ახალაიას სურდა "ქურდების წელში გატეხა და ყველაფერზე კონტროლის ხელში აღება, სწორედ ამიტომ უფრო ეძებდნენ სიებს",-ნათქვამია ჩვენებაში

„მე არ ვიცი რა დავარქვა ამ საქმეს, სიტყვები არ მყოფნის. რომელ ქვეყანაში ხდება ის, რომ ქურდების ჩვენების საფუძველზე ასამართლებდნენ ყოფილ ძალოვან მინისტრს, თან იმ მინისტრს, რომელმაც თავისი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს და გაიმარჯვა ამ დიდ ბოროტებაზე?!“-წერს ანი ნადარეიშვილი

შეგახსენებთ, რომ დღეს ე.წ. "ციხის ბუნტის" საქმის განხილვა დაიწყო.