მოლდოვას მთავრობას საქართველოს პრეზიდენტის დაკავებას სთხოვენ

მოლდოვას მთავრობას საქართველოს პრეზიდენტის დაკავებას სთხოვენ

"რუსი ახალგაზრდების ლიგა" მოლდოვას ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტის დაკავებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩავიდა მოლდოვაში, სადაც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში მონაწილეობს. ამის შესახებ "რუსი ახალგაზრდების ლიგი"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენი აზრით სააკაშვილი არის საერთაშორისო დამნაშავე, მას ბრალი მიუძღვის სამხრეთ ოსეთში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილში, რის გამოც ის უნდა დააკავონ მოლდოვაში და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით უნდა გაასამართლონ".

სააკაშვილის, როგორც პროვოკაციული პერსონის ვიზიტის დაძაბავს მოლდოვის ურთიერტობებს მის მეზობლებთან ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოლდოვუმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა, შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას.