სირცხვილია, როდესაც თაქთაქიშვილი ფორმალურად იკავებს თანამდებობას და არ ასრულებს მოვალებას

სირცხვილია, როდესაც თაქთაქიშვილი ფორმალურად იკავებს თანამდებობას და არ ასრულებს მოვალებას

"სირცხვილია, როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილი ფორმალურად იკავებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას და არ ასრულებს არანაირ ფუნქციას, რომელიც მას აკისრია" ეს განცახდება ეკა ბესელიამ დღეს ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

"პირველ რადიოსთან" საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სიცრუე უწოდა თაქთაქიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას დავალებით უმცირესობის წევრებს კომიეტის თანამშრომლები დოკუმენტებს უმალავენ. ეკა ბესელიას თქმით ჩიორა თაქთაქიშვილს არც წერილობით და არც ზეპირად არ მოუთხოვია კომიტეტის არც ერთი დოკუმენტი რაზეც მას უარი ეთქვა.

"ქალბატონი თაქთაქიშვილი დღეს რამდენიმეჯერ შემხვდა და ვესაუბრე, თუმცა არაფერი უთქვამს, თუ რაიმე კონკრეტული საკითხი აინტერესებდა, სამწუხაროა, რომ ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არის პიროვნება, რომელიც ამდენ ტყუილს ამბობს" განაცხადა "პირველ რადიოსათან" საუბრისას ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეკა ბესელია კომიტეტის დოკუმენტების დამალვაში დაადანაშაულა. საუბარია პარლამენტის ადამიანის უფლებთადაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნებზე.

"ძალიან უცნაური მუშაობის სტილი აქვს ახალ პარლამენტს და მის ადამიანის უფლებათა კომიტეტს.აპარატის თანამშრომლებს ეკა ბესელიას მითითებით აკრძალული აქვთ, ოპოზიციის დეპუტატებს მოუმზადონ პასუხები მოქალაქეების მიერ შემოსულ წერილებზე. და ჩვენ თვითონ ვწერთ წერილებს. ოპოზიციის დეპუტატებს, უკვე რამდენიმე დღეა, უმალავენ იმ ავადსახსენებელი დასკვნის განახლებულ ვარიანტს, რომელიც 17 მაისის აქციის ვანდალურ დარბევას შეეხება." - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თხოვნით მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რათა მათ გადასცეს 17 მაისის აქციის დარბევის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტის ტექსტი.

"უბრალოდ, სამარცხვინოა, თორემ ერთი მხრივ, კარგიცაა! ხელს გვიწყობენ, უფრო კრეატიულები ვიყოთ და უფრო ადრე გავისტუმროთ ეს უდონო უმრავლესობა ხელისუფლებიდან. აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი