თეა წულუკიანი:  ვიცი, რომ მთავარ პროკურორს ყველა კითხვაზე თავისი პასუხი აქვს

თეა წულუკიანი: ვიცი, რომ მთავარ პროკურორს ყველა კითხვაზე თავისი პასუხი აქვს

ვიცი, რომ მთავარ პროკურორს ყველა კითხვაზე თავისი პასუხი აქვს, თუ პარლამენტარები მის მოსმენას მოინდომებენ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 

რაც შეეხება ბედუკაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების განსახილველად საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნას, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ არ გამოდგება პირად, ვინც ამას უნდა აკრიტიკებდეს.

"ვიცი, რომ მთავარ პროკურორს ყველა კითხვაზე აქვს თავისი პასუხი და ის ამ პასუხებს კიდევ უფრო განავრცობს, თუკი, როგორც დღეს გაირკვა, პარლამენტარები მის მოსმენას მოინდომებენ – იქნება ეს კომისიის ფარგლებში თუ ჩვეულებრივი მოსმენის ფორმატში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მისვლას ითხოვს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა, ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის გუშინდელმა ბრიფინგმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ამასთან, მთავარ პროკურორთან კითხვები საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს.