სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ოსმა სეპარატისტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სოფლის მკვიდრმა გიორგი გოგიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, გურამ გიგინეიშვილი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თუმცა სად წაიყვანეს, მისთვის უცნობია. 

"2-3 საათის წინ, ყანაში მუშაობისას დააკავეს გიგინეიშვილი. ის სატვირთო მანქანით იყო და ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიყვანეს. თუ რა ბრალდებით წაიყვანეს ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა გიორგი გოგიამ.

მისივე თქმით, ფაქტი უკვე ცნობილია გორის პოლიციის სამმართველოსთვის და გიგინეიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.