საპარლამენტო უმცირესობა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს უარყოფს

საპარლამენტო უმცირესობა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს უარყოფს

საპარლამენტო უმცირესობა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს უარყოფს. როგორც დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია ტყუილია.

მისივე თქმით, სერგეი მარკოვს, რომელიც არის საქართველოს დაქუცმაცების ერთ-ერთი იდეოლოგი, 2010 წელს საქართველოში ჩამოსვლა სურდა, მაგრამ ის საქართველოში ვერ შემოვიდოდა და თუ ამას გააკეთებდა ქართული მხარე მას დეპორტაციას გაუკეთებდა.

"ის აცხადებდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის დამოუკიდებელი და ის იყო ნამყოფი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ის საქართველოში ვერ შემოვიდოდა და თურმე ახლა რუს დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს დაქუცმაცებას, თურმე მორალური დისკომპორტი არ უნდა შეექმნათ. ძალიან მაინტერესებს მთაწმინდაზე სადღეგრძელოების თქმის დროს თუ აღიარეს რუსმა დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა?", - აღნიშნა მინაშვილმა.