ბორის ფარულავა ადასტურებს, რომ პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა, თუმცა ამას აიძულებდნენ

ბორის ფარულავა ადასტურებს, რომ პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა, თუმცა ამას აიძულებდნენ

ციხის სკანდალური კადრების ერთ-ერთი თანაავტორი ბორის ფარულავა (მეტსახელად "ბასტი") ადასტურებს, რომ პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა , თუმცა ამას აიძულებდნენ. 

როგორც ბორის ფარულავამ დღეს, ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წამების კადრებში, სადაც თვითონაც ჩანს, ციხის ადმინისტრაციის ზეწოლით მონაწილეობდა.

კერძოდ, ფარულავა ზეწოლასა და იძულებაში გლდანის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ფურცხვანიძეს ასახელებს.

ამასთა, ბორის ფარულავა, რომელსაც ბედუკაძესთან ერთად მოეხსნა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, როდესაც იგი წამების კადრების შემდეგ დააკავეს, მის მიმართაც განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა.

ფარულავას თქმით, აიძულებდნენ, ეღიარებინა თამაზ თამაზაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის კავშირი ლადო ბედუკაძესთან და სკანდალური კადრების გადაღება- გავრცელებასთან.