ამათი ქვიშის წამზომი ჩართულია

ამათი ქვიშის წამზომი ჩართულია

9 თვეში იმდენი მოახერხეს, რომ ჩვენს მიერ 9 წელიწადში დაშვებული უპატიებელი შეცდომების კველა კომპონენტი შეავსეს" ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე ფესიბუქის გვერდით აქვეყნებს.

" იცით რაზე მეცინება.... გულახდილად ვამბობ სრულიად; ამათი ქვიშის წამზომი ხომ აშკარად ჩართულია; იმდენ სისულელეს აკეთებენ, თან არ ჩერდებიან, 9 თვეში იმდენი მოახერხეს, რომ ჩვენს მიერ 9 წელიწადში დაშვებული უპატიებელი შეცდომების კველა კომპონენტი შეავსეს, ანუ სალაპარაკოც კი არ დარჩათ. ჰოდა მთავარი სათქმელი რომ არ დამავიწყდეს, აი ეს დღეები სულ იმაზე ვფიქრობ ნეტავი ამას რა გულით უყურებენ ან უსმენენ ისინი ვინც პირველივე დღეებში ან თვეებში გვიღალატა, უფრო სწორად ჩვენ კი არა, საკუთარ თავს უღალატა, გაიყიდა ან დაფრთხა და მათკენ გაიქცა. წარმოდგენაც კი არ მინდა რა ხდება მათ გულებში. გპირდებით რომ შურისძიება არ იქნება, ამომრჩევლისგან ალიყურიც მივიღეთ და კარგი გაკვეთილიც მთავარია ბოლომდე გავიწმინდოთ, რაშიც საბედნიეროდ ხელისუფლება გვეხარება და თვითონ იწოვს მთელ ჭუჭყს"- წერს დავით საყვარელიძე