რა უთხრა კუდ-ის ყოფილ თანამშრომელს პატრიარქმა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ?!

რა უთხრა კუდ-ის ყოფილ თანამშრომელს პატრიარქმა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ?!

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი ვლადიმერ ბედუკაძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საკითხისადმი ინტერესს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ცოტა ხანს საზოგადოებამ კანონები გვერდზე გადადოს.

როგორც "თაიმერს" კენკებაშვილმა განუცხადა, დღეს იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, ვინც "დაანგრია რეჟიმი, რომელიც წლების მანძილზე სისხლს უშრობდა ქართულ საზოგადოებას.

"პირადად ვარ შემწრე ამ ყველაფრისა, ძალიან კარგად მახსოვს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც უმძიმესი იყო. ისიც კარგად მახსოვს, როგორ ემზადებოდა "ნაცმოძრაობა" არჩევნების გასაყალბებლად და რა მეთოდები უნდა გამოეყენებინათ ამისათვის. აგვისტოს თვეში, მას შემდე,გ რაც მივატოვე კუდ-ი, ყოველ წუთს ველოდი, რომ რაღაცას მაინც დამიშავებდა ნაცმთავრობა. მის უწმინდესობასთან მივდიოდი ხოლმე, რომელიც ჩემთვის შვება და თითქოს გარანტი იყო იმისა, რომ არავინ არაფერს დამიშავებდა. ამ პერიოდში ფარულად "ქართული ოცნების" წევრებს ვხვდებოდი, რომელთაც გარკვეულ ინფორმაციებს ვაწვდიდი დიდი რისკის ფასად. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ლადო ბედუკაძემ გამოაქვეყნა ციხის შოკისმომგვრელი კადრები. მეორე დღეს მის უწმინდესობასთან მივედი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მშვიდობისათვის ლოცვას აღავლენდა, დასალოცად დავუჩოქე და მან მითხრა: ნუღარაფრის გეშინია, დამთავრდა ყველაფერი, ვერაფერს გავნებენო. მაშინ მივხვდი რომ მართლაც დამთავრებული იყო ნაცმთავრობის ბედი და ვაკვირდებოდი მათ შიგნით არსებულ ქაოსს, მივხვდი და ასეც იყო, მათ ბევრი ვეღარაფერი მოახერხეს არჩევნების გასაყალბებლად",- აცხადებს თემურ კენკებაშვილი.

როგორც კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, მან კარგად იცოდა რა მოხდებოდა ლადო ბედუკაძეს ეს კადრები რომ არ გამოექვეყნებინა.

" ნაცმოძრაობა არჩევნებს გააყალბებდა და დამერწმუნეთ, ჩვენს ქვეყანაში უბედურება დატრიალდებოდა. ბედუკაძის ციხის კადრები იყო კულმინაცია, რომელმაც დაამხო ქვეყანაში ტირანული რეჟიმი. ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ ყველანაირი ქაღალდზე გაწერილი კანონი და ადამიანური თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს, გავიხსენოთ საქართველოს მაშინდელი მდგომარეობა და მივხვდებით რომ ბედუკაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი, მითუმეტეს სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არ შეიძლება!",- აცხადებს კენკებაშვილი.